გორში დღეს კომბინატის დასახლებაში მდებარე ბინები დევნილებს გადასცეს. ახალი საცხოვრებელი ფართი 34-მდე დევნილმა ოჯახმა მიიღო. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ბინების გადაცემის ღონისძიებას თავად დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დაესწრო.
ეკატერინე ტიკარიძემ აღნიშნა, რომ დევნილთა რაოდენობა, რომლებიც ახალ საცხოვრებელ ფართს მიიღებენ წლის ბოლომდე გაიზრდება, პარალელურად, მინისტრის ინფორმაციით ბინების დაკანონების პროცესიც გაგრძელდება.
“ძალიან პოზიტიური და მნიშვნელოვანი დღეა, დღეს გადაეცა ბინა 34 დევნილ ოჯახს, ეს პროცესი გაგრძელდება და 2020 წლის ბოლომდე იგეგმება 2500 საცხოვრებელი ბინის გადაცემა. 1500 ოჯახისთვის კი იმ საცხოვრებელი ბინის დაკანონება იგეგმება, სადაც ამჟამად ცხოვრობენ”, – აღნიშნა მინისტრმა.