ნადარბაზევი, ზერტი, შინდისი, ხურვალეთის დევნილთა დასახლება – ეს იმ სოფლების ჩამონათვალია, სადაც გორის მერია ჭაბურღილების გაკეთებას გეგმავს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
აღსანიშნავია, რომ ზერტში 5 ჭაბურღილი უკვე არის, თუმცა როგორც მერიაში განმარტავენ, კიდევ ერთის დამატება, მოსახლეობის საჭიროებიდან გამომდინარე იგეგმება.
ასევეა შინდისის და ხურვალეთის დევნილთა დასახლების შემთხვევაშიც.
ჯამში, გორის მუნიციპალიტეტის მხოლოდ 47 სოფელშია მოწყობილი ჭაბურღილი.