ბაღდათის სოფელ დიმში საბავშვო ბაღის მშენებლობა აგვისტოში დასრულდება

964

ბაღდათში, სოფელ დიმის N2-ე საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბაღის შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება და მას ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. ” ბა-ნი” აწარმოებს.

ბაღის მშენებლობაზე 562 ათასი ლარი დაიხარჯება. სოფელ დიმის N2-ე ბაღი ორ ჯგუფზეა გათვლილი და დაახლოებით 50-მდე ბავშვს მიიღებს. სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება. საბავშვო ბაღი ახალ სასწავლო წელს გაიხსნება.