”ტორპედოს” საშინაო თამაშებზე დასწრება ფასიანი ხდება

874

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ქუთაისის ”ტორპედოს” საშინაო თამაშებზე დასწრება ფასიანი გახდება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

როგორ ქუთაისის ”ტორპედოს” ოფიციალურ ვებგვერდზეა მითითებული, სეზონის პირველ ორ საშინაო მატჩზე, (1 მარტს დილასთან, 11 მარტს ჩიხურასთან) გულშემატკივრისთვის დასწრება თავისუფალი იქნება.

“ტორპედოს” მატჩებზე დასწრება ფასიანი მესამე საშინაო მატჩიდან იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, ბილეთის ფასთან დაკავშირებულ კითხვებს ქუთასის  “ტორპედოს” პრეზიდენტი 25 თებერვალს გასცემს პასუხს. ფაბიო მანინო ახალი სპონსორის და სიახლეების შესახებ 14:00 საათზე რამაზ შენგელიას სტადიონზე ისაუბრებს.