კასპის მერიამ კომპანია ,,ბამის” დისკვალიფიკაცია მიანიჭა. სადგურ მეტეხში ახალი საბავშო ბაღის მშენებლობის შესახებ გამოცხადებულ ტენდერში მერიამ მისი დოკუმენტაცია დაიწუნა. კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ჯანსაღ კონკურენციას არ ქმნის. საუბარი ეხება თითქმის ნახევარმილიონიან ტენდერს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
,,მნიშვნელოვანია, რომ სატენდერო კომისიას ჯერ არც კი ჰქონდა განხილული დაზუსტებული დოკუმენტაცია, მაშინ როცა დღის წესრიგად უკვე დააყენეს შპს ბამა-სთვის დისკვალიფიკაციის მინიჭების საკითხი,” – აღნიშნავს “ბამის” წარმომადგენელი.
“ბამის” იურისტის თქმით, 2020 წლის 11 თებერვალს შედგენილ ოქმიდან ნათლად ჩანს, თუ რა დამოკიდებულება აქვს სატენდერო კომისიის წევრებს შპს „ბამა“-ს მიმართ.
“ცხადია, რომ საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სატენდერო და საკონკურსო კომისიის მიერ არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული დეტალურად. სატენდერო კომისია, უნდა გამომდინარეობდეს შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებიდან, უნდა იყოს პროპორციული და არადისკრიმინაციული, ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებასა და პრეტენდენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სატენდერო კომისიის მიერ დაღვეულია.
ერთ-ერთ მთავარი პუნქტი, რომელზეც კასპის მერია და ,,ბამა” ვერ შეთანხმდნენ, ზედნადები ხარჯის განსაზღვრაში გამოიხატა.
,,მერია ითხოვდა, რომ ხარჯთაღრიცხვის განფასებისას ზედნადები ხარჯი არ დარიცხვოდა ავეჯსა და ინვენტარს. მოცემული ხარჯთაღრიცხვა მოიცავს ტერიტორიის კეთილმოწყობას, რისთვისაც გამოყენებული ყველა მასალა არის ავეჯის დამზადებისთვის საჭირო და აუცილებელი. შესაბამისად, ყველა ჩამოთვლილი მასალა ინვენტარი განკუთვნილი იყო ეზოს ავეჯის მოწყობისათვის. ამდენად, ჩამოთვლილი მასალიდან ზედნადები ხარჯი რომელ მასალაზე უნდა დარიცხულიყო და რომელზე არა, წერმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განსაზღვრული არ იყო და ფიზიკურადაც გაურკვეველი იქნებოდა, რას თვლიდა მერია ავეჯში და ინვენტარში და რას არა,” – განმარტავს იურისტი.
ამ ფაქტთან დაკავშირებით კასპის მერიას პასუხი ჯერ არ გაუმზადებია.