გიორგობიანი დეცენტრალიზაციის რეფორმაზე: ყველა ნაბიჯი მიმართული იქნება თვითმმართველობების გასაძლიერებლად

822

“გენდერული თანასწორობის დიალოგის გაძლიერება და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა საქართველოშიმიღწევები, გამოწვევები და შესაძლებლობები” – აღმოსავლეთ პარტნიორობის სემინარში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა მიიღო მონაწილეობა

დღემდე გაწეული სამუშაოს სახით მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს დეცენტრალიზაციის მიმართულებით. გასული წლის ბოლოს მთავრობამ დაამტკიცა სტრატეგია, რომელიც 2025 წლის ბოლომდე იმოქმედებს და ასევეორწლიანი სამოქმედო გეგმა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა ნაბიჯი, რომელიც უკვე გადაიდგა და რასაც მომავალში ვგეგმავთ, მიმართული იქნება თვითმმართველობების გასაძლიერებლად. ვგულისხმობ, როგორც ფინანსურ და ქონებრივ საკითხებს, ასევე ადგილზე გამჭვირვალობის, გადაწყვეტილებების მიღებაში მოსახლეობის ჩართულობისა და ცნობიერების ამაღლების კუთხით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას,“ – აღნიშნა მზია გიორგობიანმა.

ორდღიანი სემინარის მასპინძელი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციაა.

ღონისძიების ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრებში საქართველოს ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, კერძოდუკრაინისა და მოლდოვის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დარგის ექსპერტები მონაწილეობენ.

სემინარის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დეცენტრალიზაციისა და ადმინისტრაციული რეფორმების მონიტორინგი, აგრეთვე ცენტრალურ ხელისუფლებასა და ევროპულ ინსტიტუტებს შორის პოლიტიკური დიალოგის წარმართვის ხელშეწყობა