თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა დღეს საარჩევნო შტაბში თავისი გუნდის ახალი წევრები წარადგინა.
ელისაშვილის საარჩევნო შტაბს ვანო ნორაკიძე უხელმძღვანელებს, ხოლო საარჩევნო გუნდის პრესსპიკერი და მედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ლაშა მესხი იქნება.
ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ის გუნდის დანარჩენ წევრებს პერიოდულად გააცნობს საზოგადოებას.
რაც შეეხება მის მიზნებს, თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ამბობს, რომ ის არცერთ პარტიაზე და ბიზნესზე არ არის დამოკიდებული და საარჩევნო მარათონში გამარჯვების მიღწევაში ხალხის იმედი აქვს.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი