ვეტო თუ კანონპროექტზე ხელმოწერა – პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გადაწყვეტილება მიმდინარე კვირაში უნდა მიიღოს. საქმე ეხება “თვითმმართველობის კოდექსში” შესატან ცვლილებებს, რომლითაც 7 თვითმმართველი ქალაქი უქმდება და სათემო მუნიციპალიტეტებთან ერთიანდება.
მარგველაშვილს ვეტოს გამოყენებისკენ არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები მოუწოდებენ, ხელისუფლება კი, რომელიც ცვლილებებს დეცენტრალიზაციის გაძლიერებით ამართლებს, ვეტოს დასაძლევად ემზადება.