გურჯაანში მრავალბინიანი საცხოვრებელი ბინების ეზოების უმრავლესობა სავალალო მდგომარეობაშია. ამიტომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია კორპუსების ეზოების მოასფალტებას წელსაც აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, დაგეგმილია 15 კორპუსის ეზოს მოპირკეთება. წელს პრობლემა მოუგვარდება 9 აპრილზე, სარაჯიშვილსა და აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას. წლის ბოლომდე კი ქალაქში არსებული ყველა მრავალბინიანი ეზო მოასფალტება.