რეგფონდიდან იმერეთში, 2019 წელს, 200 პროექტი განხორციელდა

725

“რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან” იმერეთში 200 პროექტი განხორციელდა. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.

“რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან” დაფინანსდა 310 მილიონი ლარის 1260 პროექტი.

რეგიონებში დაფინანსებული პროექტების შესრულებისას დასაქმდა 15 000-მდე ადგილობრივი მოსახლე.

2019 წლის განმავლობაში რეგიონებში დაფინანსებული ფონიდან განხორციელდა საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის 493 პროექტი, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების 51 პროექტი, საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის 30 პროექტი, ასევე დაფინანსდა სპორტული ინფრასტრუქტურის, მუნიციპალური, კულტურის, საგანმანათლებლო, ჯანდაცვის ობიექტების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტები, სანიაღვრეებისა და ნაპირსამაგრი სამუშაოების, სკვერებისა და ბაღების, ხიდების მოწყობის სამუშაოები.