დამატებით 4 მარშრუტზე დღეიდან ახალი ავტობუსები იმოძრავებენ

572

დღეიდან მგზავრებს “ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები დამატებით 4 მარშრუტზე მოემსახურება.

თბილისის მეიის ინფორმაციით, ახალი ავტობუსები შემდეგ მარშუტებზე გადანაწილდებიან: N53  – ცაიშის ქუჩა (კუკია) – სადგურის მოედანი; N49 – სადგურის მოედანი – შალვა ნუცუბიძის III მ/რ. (წრიული); N44 – ზემო ფონიჭალის დასახლება – ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა (გაჩერება „კონკის“ მხარეს); N47 –  ნუცუბიძის I მ/რ. – სადგურის მოედანი (სასტუმრო „კოლხეთის“ მიმდებარედ);

13 თებერვალს  კი, ახალი ავტობუსები კიდევ 5  სამარშრუტო ხაზზე გადანაწილდებიან:  N22 – სოფელი ნასაგური – მეტროსადგური „ისანი“; N41 – სოფელი წინუბანი – მეტროსადგური „ისანი“; N29 – სადგურის მოედანი  (სასტუმრო „კოლხეთის“ მიმდებარედ) – სოფელი თხინვალა;  N89 – მეტროსადგური „დიდუბე“ – ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა (მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მიმდებარედ);  N18 – სოფელი პატარა ლილო – მეტროსადგური „ისანი“. 

მუნიციპალური  ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში,  თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელს 220 ერთეული ISUZU-სა და 90 ერთეული MAN-ის მარკის ავტობუსები შეისყიდა. მუნიციპალური ავტოპარკის განახლება წელსაც აქტიურად გაგრძელდება და სრულად ჩანაცვლდება  „ბოგდანის“ მარკის ძველი ავტობუსები.