ქუთაისის მერიამ ყოფილ თანამშრომელთან მორიგი სასამართლო დავა წააგო

694

ქუთაისის მერიამ მორიგი სასამართლო დავა წააგო. ამჯერად, მერიას დავა ყოფილმა თანამშრომელმა უზენაეს სასამართლოში მოუგო. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაადასტურდა, რომ მაია მურუსიძის სამსახურიდან განთავისუფლების დროს ადგილი ჰქონდა საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევას.

პროცესი მხარეების და ზეპირის განხილვის გარეშე გაიმართა.

“კმაყოფილი ვარ სასამართლოს გადაწყვეტილებით, უზენაესმა ძალაში დატოვა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილება და ქუთაისის მერიას დაევალა აღმადგინოს თანამდებობაზე და გადამიხადოს განაცდური”-განაცხადა მაია მურუსიძემ.

მაია მურისიძე მერიიდან 2018 წელს გათავისუფლდა, სადაც მუშაობდა კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. რეორგანიზაციის შემდეგ, ეს თანამდებობა გაუქმდა, ამიტომ მურუსიძე ტოლფას თანამდებობაზე უნდა აღადგინონ.

მურისიძის თქმით, არის განყოფილება, რომელიც არის ყოფილი სამსახურის სამართალმემკვიდრე და სადაც უფროსის თანამდებობა ვაკანტურია. ცნობისთვის, მურუსიძემ სამივე ინსტანციაში მოიგო, მისი ადვოკატი რობიზონ ხურცილავა იყო.