მიწის ნაკვეთი, რომელზეც სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარედ სტუდენტური საცხოვრებელი უნდა აშენებულიყო, აუქციონზე ვერ გასხვისდა

718

მიწის ნაკვეთი, რომელზეც სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე სტუდენტური საცხოვრებელი უნდა აშენებულიყო, აუქციონზე ვერ გასხვისდა.

თბილისში, სამედიცინო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე არსებული 10 014 კვ.მ. მიწის ნაკვეთის 49 წლიანი აღნაგობის უფლებით გაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონი 3 იანვარს გამოცხადდა. ნაკვეთი ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონზე პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში გამოიტანა, თუმცა შეთავაზებით არავინ დაინტერესდა და აუქციონი ჩაიშალა.

პირობების თანახმად, 10 014 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ინვესტორს 1200 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი უნდა მოეწყო. ფართობის საწყისი ფასი 75 000 ლარი იყო.