ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდაში სოფლის სახლი აშენდა

898

ახალციხეში, სოფელ ანდრიაწმინდაში სოფლის სახლის მშენებლობა და რემონტი დასრულდა. აქ ამბულატორია, საბავშვო ბაღი და გამგებლის წარმომადგენლის ოთახი განთავსდება.

ანდრიაწმინდაში მცხოვრები პატარები ახალი სასწავლო წლიდან თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საბავშვო ბაღში ივლიან. კეთილმოწყობილ შენობაში მიიღებენ პირველად სამედიცინო დახმარებას ადგილობრივებიც.

ახალ შენობასთან დაიდგა ფარდული და საკვანძი, ასევე მოეწყო ტერასა და ეზო.

სოფელ ანდრიაწმინდის სოფლის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „მშენებელი 2004“-მა განახორციელა. პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა.