კალაძე: მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს და კადეტთა კორპუსს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

436

წინა სტატია

დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლესა და კადეტთა კორპუსს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ორივე პროექტის რეაბილიტაცია 2021 წელს დასრულდება და ამაზე 25 მილიონი ლარი დაიხარჯება.

„მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლის შემთხვევაში მოწესრიგდება საინჟინრო ქსელები, გამაგრდება საყრდენი. ოთახების სარესტავრაციო სამუშაოებთან ერთად გათვალისწინებულია მხატვრულ – დეკორატიული დარბაზების საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები. მთლიანად მოხდება მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია.

როდესაც ვიყავი წინასაარჩევნოდ და დავათვალიერე კადეტთა კორპუსი, რომელშიც ადამიანები ცხოვრობდნენ, ვერ წარმოიდგენთ თუ რა მძიმე მდგომარეობაა, იქ ცხოვრება შეუძლებელი და საფრთხის მატარებელია. დავპირდით მოსახლეობას, რომ ჩატარდებოდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. ორი წელი დასჭირდება ორივე პროექტის შემთხვევაში სამუშაოებს“, – აღნიშნა კალაძემ.