ვაზისუბნის დასახლებაში დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
“ვაზისუბნის დასახლებაში, მთისძირისა და თ. დავითაიას ქუჩების დამაკავშირებელ ახალ გზაზე საგზაო მონიშვნების დახაზვის სამუშაოები იგეგმება, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, 5 თებერვლის 10:00 საათიდან 6 თებერვლის 03:00 საათამდე გადაიკეტება გზა. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.