ხაშურის საბავშვო ბაღებში ხორცის პროდუქტების მიწოდების თაობაზე, ხაშურის მერიას ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ კომპანია “გეოფუდმა“ წერილობით შესყიდვების სააგენტოს მიმართა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
“გეოფუდის“ წარმომადგენელი საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს უხსნის, რომ კონკურენტი კომპანია “ენ პროდუქტი“, საქონლის ხორცის წარმოების შესახებ, არასწორ ინფორმაციას აწვდის.
კერძოდ, ,,ენ პროდუქტი“ უთითებს, რომ ხაშურის ბაღებს ხორცს მიაწოდებს შპს ,,ახალი ხორცისგან“, როგორც ხორცის მწარმოებელი კომპანიისგან.
სინამდვილეში, როგორც ,,გეოფუდმა“ გამოიკვლია, შპს ,,ახალი ხორცი“ არა თუ ხორცის მწარმოებელი, არამედ ხორცის პროდუქტების რეალიზატორია.
,,გეოფუდი“ მიანიშნებს იმ გარემოებაზე, რომ ხაშურის ბაღებში ბავშვებს ხორცს მიაწვდის კომპანია ,,ენ პროდუქტი“, რომელიც პროდუქტს იყიდის შპს ,,ახალი ხორცისგან“, თავის მხრივ კი, ,,ახალი ხორცი“ რომელი კომპანიისგან შეიძენს, უცნობია.
ხაშურის საბავშვო ბაღებს კი ეტაპობრივად ჭირდება ხორცი – რაოდენობა 3328 კგ. 2. ფრინველის (ქათმის) ფილე გაყინული, – რაოდენობა 2912 კგ.
ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობს. ერთია ,,გეოფუდი“, რომელმაც 100 250 000 ლარი მიუთითა, მეორე კომპანია ,,ენ პროდუქტი“, რომელმაც 96 096 ლარი მიუთითა. დაბალი ფასის მითითების გამო, ,,გეოფუდი“ ვარაუდობს, რომ ხაშურის საბავშვო ბაღების გაერთიანება გამარჯვებულად ,,ენ პროდუქტს“ გამოაცხადებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით,,,ენ პროდუქტმა“ უნდა წარმოედგინა ინფორმაცია საქონლის მწარმოებელი ქვეყნისა და მწარმოებელის შესახებ. “საქონლის ხორცი ახალი”-ს გასწვრივ წარმოშობის ქვეყანად მითითებულია “საქართველო” ხოლო მწარმოებელი მითითებულია შპს “ახალი ხორცი”.
,,მწარმოებლის გრაფაში მითითებული შპს “ახალი ხორცი” არ წარმოადგენს საქონლის ხორცის მწარმოებელს, ამ კომპანიის საქმიანობის სფეროა მხოლოდ ხორცპროდუქტებით საბითუმო/საცალო ვაჭრობა.“ – აღნიშნავს ,,გეოფუდის“ წარმომადგენელი.
ამის საილუსტრაციოდ მას საჯარო რეესტრიდან ამოღებული ორი დოკუმენტი მოჰყავს.
,,ჩვენს მიერ საჯარო რეესტრის ვებ გვერდზე გადამოწმებული იქნა ინფორმაცია შპს “ახალი ხორცი”-ს სახელით რეგისტრირებულ ყველა ორგანიზაციაზე, აღმოჩნდა, რომ შპს “ახალი ხორცი”-ს სახელით რეგისტრირებულია 3 (სამი) სუბიექტი, რომელთაგან არც ერთს არ აქვს მითითებული საქმიანობის სახედ საქონლის ხორცის წარმოება, რაც ზემოთ მოყვანილი კანონის მიხედვით სავალდებულოა”, – განმარტავს ,,გეოფუდი“.
,,გეოფუდმა“ ინფორმაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოს რეესტრშიც გადაამოწმა.
ბიზნესოპერატორის რეესტრში გადამოწმებით დაადგინეს, რომ რეესტრში იძებნება მხოლოდ 1 (ერთი) შპს “ახალი ხორცი” რომელსაც მინიჭებული აქვს საქმიანობა საბითუმო ვაჭრობა ხორცით და ხორცის პროდუქტებით.
,,სხვა ოფიციალური ორგანო გარდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სურსათის ეროვნული სააგენტოსა არ არსებობს სადაც შეიძლება ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება. ყოველივე აქედან გამომდინარე კომპანია შპს”ახალი ხორცი” არ წარმოადგენს მწარმოებელს, შესაბამისად წარდგენილი ინფორმაცია არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს და დაზუსტებას არ ექვემდებარება,“ – ასკვნის ,,გეოფუდის“ წარმომადგენელმა.