2020 წლის 2 თებერვალს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში ხიდი გახსნეს, რომელიც ორ სოფელს ერთმანეთთან აკავშირებს. ამ მიზნით სოფელში პარლამენტის წევრები, ,,ქართული ოცნების” ლიდერები იმყოფებოდნენ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
“გაიხსნა ხიდი, რომელიც სოფელ ქიწნისს აკავშირებს სოფ. ქიწნისის მეურნეობასთან. ხიდი წლების მანძილზე იყო ამორტიზირებული და მოსახლეობას უწევდა რამოდენიმე კილომეტრის გავლა სკოლამდე და ნაკვეთებამდე,” – აცხადებს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი.
ამავე ბიუროს ცნობით, ხიდი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერის მაჟორიტარი წარმომადგენლის საკრებულოში – იოსებ მუმლაძის ფინანსური მხარდაჭერით და სოფლის მოსახლეობის ძალისხმევით აღადგინეს.
გახსნას დაესწრო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი, პარლამენტის დეპუტატები: ზაზა პაპუაშვილი, ერეკლე ტრიპოლსკი, ლადო კახიძე.