გასული თვის განმავლობაში გორის მერიამ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით 46 წერილი მიიღო, – ეს ინფორმაცია “რადიო მოზაიკას” უწყების საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა მიაწოდა.
გიორგი ღვინიაშვილის განმარტებით, მიმართვიანობის მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია.
მერიაში ვარაუდობენ, რომ მთლიანი 2020 წელი ამ მხრივ გორის მუნიციპალიტეტში გასულ წელთან შედარებით უფრო აქტიური იქნება.
საჯარო დაწესებულებას ინფორმაციის გაცემას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ავალდებულებს“ 37-ე და მე-40 მუხლებით ამისთვის მაქსიმალური ვადა 10 დღით განისაზღვრება.
“მოთხოვნები წელს საკმაო ოდენობითაა შემოსული და შეადგენს 46-ს. უხეშად რომ შევადაროთ, წინა წელთან შედარებით, დასმული შეკითხვების რაოდენობა 15%-ით გაზრდილია. ვფიქრობთ, საკმაოდ რთული წელი იქნება იმ კუთხით, რასაც საჯარო ინფორმაციის გაცემა და პასუხისმგებელი პირის მუშაობა ჰქვია”, – ამბობს გიორგი ღვინიაშვილი.