კრწანისის რაიონში 8 -ჯგუფიან საბავშვო ბაგა-ბაღს აშენებენ

859

კრწანისის რაიონს წლის ბოლომდე ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატება. 

როგორც კრწანისის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, ორთაჭალის ქუჩაზე მდებარე ახალი საბავშვო ბაღი ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. შენობაში უზრუნველყოფილი იქნება ბავშვთა უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა სტანდარტი, მათ შორის სახანძრო უსაფრთხოება და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები. 

“ორთაჭალის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე აქამდე საბავშვო ბაღი არ ყოფილა, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. ზოგადად, კრწანისის რაიონში საბავშვო ბაღების რაოდენობა ყველაზე მცირეა თბილისის სხვა რაიონებთან შედარებით და სწორედ ამიტომ, ჩვენ ერთი ახალი ბაღი უკვე გავხსენით გასული წლის შემოდგომაზე. ორთაჭალის ქუჩაზე ბაღის მშენებლობის დასრულება კი წლის ბოლომდე იგეგმება და მალე ამ უბანს თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო ბაღი ექნება,“ – განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.

ორთაჭალის ქუჩაზე საბავშვო ბაღს კომპანია “ბილდ ტერიტორი“ აშენებს. პროექტის ღირებულება 3 873 000 ლარია.