გორის მერიამ გარე გამოყენების LED მონიტორის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

565

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გარე გამოყენების LED მონიტორის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცლებს.

სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ მონიტორის მიწოდება და მონტაჟი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში უნდა მოახდინოს.

გორის მერიამ 2 მონიტორის შესაძენად 165 200 ლარი გაითვალისწინა.