2020 წელს სამცხე-ჯავახეთში კულტურულ ღონისძიებებში 1 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

658

სამცხე-ჯავახეთის ექვს მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს, კულტურულ ღონისძიებებში 1 147 000 ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. 

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ადიგენს გასულ წელს ღონისძიებებისთვის 27 000 ლარი ჰქონდა გამოყოფილი, წელს კი 40 000 ლარია. ასპინძაში 2019 წელს 57 000 იყო ახლა კი 79 000. ახალციხეს გასულ წელს 332 000 ჰქონდა ხოლო მიმდინარე წელს 352 000. ბორჯომს წინა წელს 327 000 ჰქონდა ახლა კი 339 000 ლარია.

რაც შეეხება ნინოწმინდას წინა წელს კულტურული ღონისძიებებისთვის 194 000 ლარი დაიხარჯა, ხოლო წელს კი გაცილებით ნაკლები, 159 000 განსაზღვრეს.

ახალქალაქში მიმდინარე წელს ბიუჯეტიდან 178 000 ლარია გამოყოფილი, გასულ წელს კი 43 000 ლარით მეტი დახარჯეს.

სამხარეო ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ მიმდინარე წელს გამოყოფილი თანხები ცვალებადია და წლის ბოლოს შესაძლოა უფრო მეტიც დაიხარჯოს.

2019 წელს რეგიონში გამართულ 406 ღონისძიებაში 677 000 ლარი დაიხარჯა.