ბათუმის ე.წ. “ოცნების ქალაქის” მცხოვრებლები კრიტერიუმების გასაჯაროვებას ითხოვენ

694

წინა სტატია

ბათუმის ე.წ. ოცნების ქალაქის მცხოვრებლები მშენებლობის მოლოდინში არიან. მოითხოვენ რომ დროულად გასაჯაროვდეს ის კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც შეირჩევიან ის ოჯახები, რომლებიც ახალ კორპუსებში ბინებს მიიღებენ. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

კრიტერიუმები ამ დრომდე უცნობია, აჭარის მთავრობამ  კრიტერიუმების განსაზღვრისთვის  საერთაშორისო კომპანიას უნდა მიმართოს.

ცნობისათვის, ე.წ. მუყაოს ქალაქში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე განმეორებით გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დასრულდა. შპს „დაგი“ სამინისტროს კომპლექსის მშენებლობას 38 746 000 ლარად სთავაზობს.

გასული წლის დეკემბერში გამოცხადებული შესყიდვა „მაქრო კონსტრქშენთან“ დოკუმენტაციაში აღმოჩენილი უზუსტობების მიზეზით შეწყდა. შეყიდვისთვის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 41 მილიონ 468 ათასი ლარი ჰქონდა განსაზღვრული. სამი მრავალბინიანი კორპუსის აგება 2021 წელს უნდა დასრულდეს.