ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობა განახლდა

783

ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობა განახლდა. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. 

ამ ეტაპზე გურჯაანიდან ახაშნის მიმართულებით დამხმარე ნაგებობების მშენებლობა მიმდინარეობს, რის შემდეგაც მოასფალტდება.

სამუშაოებს კომპანია “ბლექსი გრუპი” ასრულებს და მათი განცხადებით, ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი15 კილომეტრნახევრიანი გზის მშენებლობა ივნისის თვეში დასრულდება. პროექტის ღირებულება 38 მილიონი ლარია.