საქართველოში რეგიონული თეატრების გააქტიურების მიზნით ფესტივალი ტარდება

625

კულტრის სამინისტროში “რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი 2017-ის” პრესკონფერენცია გაიმართა.

პრესკონფერენციის მონაწილეთა თქმით, ფესტივალის ჩატარება რეგიონული თეატრების გააქტიურებას და პროფესიულ გაზრდას შეუწყობს ხელს.

ფესტივალი 21-30 ივლისს, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის თეატრები, ისე უცხოეთიდან მოწვეული თეატრალური კოლექტივები. ფესტივალის ფარგლებში ასევე ჩატარდება მასტერ-კლასები და სემინარები.

ფესტივალი 30 ივლისს, სპეციალური პერფორმანსით დაიხურება, რომელსაც იტალიიდან მოწვეული მსახიობი და რეჟისორი კლაუდიო დი მალიო დადგამს. დადგმაში მონაწილეობას მიიღებენ ქართული რეგიონული თეატრების მსახიობები.