გორის სოფელ მეჯვრისხევში სახელმწიფო მიწას აუქციონზე ყიდის

720

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აუქციონის საშუალებით, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ყიდის.

მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი 42878 კვადრატული მეტრია, რომელზეც განლაგებულია შენობა-ნაგებობები.

საწყისი ფასი აუქციონზე 13 300 ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი, 2 000 ლარი.

როგორც ცნობილია, ობიექტის შესაძლო, სამომავლო განვითარების პროფილი სამრეწველო სფეროა, ასევე შესაძლოა გამოყენებული იყოს საწყობად.

აუქციონი 2020 წლის 5 თებერვალს სრულდება.