თელავის გივი ჩოხელის სახელობის ახალი, თანამედროვე სტადიონის მშენებლობა 2020 წელს დაიწყება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
საფეხბურთო კლუბ ,,თელავის” დირექტორის ინფორმაციით, ახალ სტადიონს ექნება გადახურული ტრიბუნები, განათების თანამედროვე სისტემა და კომფორტი უეფას მაქსიმალური კატეგორიის მისაღებად.
სოსო გრიშიკაშვილის განმარტებით, პროექტის ფარგლებში აშენდება ფიტნეს-დარბაზი, კვებისა და საცხოვრებელი ბლოკები.
,,მშენებლობა 2020 წელს უნდა დაიწყოს, პროექტი კი ძალიან სერიოზულია. საუბარია 8 000 მაყურებელზე გათვლილ სტადიონზე. სქემა ისეთივეა, როგორც ბოლოხანს, საქართველოში აშენებული სტადიონების შემთხვევაში – ინფრასტრუქტურას ქალაქი თელავი მიხედავს, ხოლო ფეხბურთის ფედერაცია ბუნებრივ საფარს დააგებს”, – განაცხადა სოსო გრიშკაშვილმა.