ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე „მადლიერების სახლის” ფილიალის რეაბილიტირებული შენობა გაიხსნა. განახლდა სასადილო და სამზარეულო, მოწესრიგდა სველი წერტილები.
“უკვე გვაქვს კეთილმოწყობილი შენობა, თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი. ჩვენს ბენეფიციარებს ამიერიდან უფრო კომფორტულ გარემოში მოვემსახურებით. ა(ა)იპ მადლიერების სახლის ავტოქარხნის ფილიალი 150 ბენეფიციარს მოემსახურება,“- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
რეაბილიტირებული შენობა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შენგელიამ, თავმჯდომარის მოადგილემ რამაზ ჩხიკვაძემ და სხვა დეპუტატებმა მოინახულეს.
8355,09 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოები ინდ. მეწარმე “გიორგი არჯევანიძე” -მ ჩაატარა. “მადლიერების სახლის” ავტომშენებლის ფილიალი 2005 წლიდან ფუნქციონირებს. ა(ა) იპი საკვებით ჯამში 800 ბენეფიციარს უზრუნველყოფს, ხოლო ავტომშენებლის ფილიალი 150 ბენეფიციარს ემსახურება.