თბილისის განვითარების გეგმის მიხედვით, დედაქალაქში ახალი საბაგიროები უნდა აშენდეს, თუმცა გენგეგმის ავტორები პირველ ეტაპზე ყველაზე პრიორიტეტულად მოკლევადიან პერიოდში სამ საბაგირო დერეფანს ასახელებენ. ესენია: სამგორი – ვაზისუბანი, ვაჟა-ფშაველა – ნუცუბიძის პლატო და ახმეტელის თეატრი – ზღვისუბნის დასახლება. სამივე დერეფანს საერთო კრიტერიუმი გააჩნია – მასიური პოტენციური ტრანზიტი. ინფორმაციას ახალი საბაგირო დერეფნების შესახებ 1tv ავრცელებს.
დოკუმენტში მოცემულია მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ჯამში მოიცავს 10 საბაგირო დერეფნის განვითარების პერსპექტივას. სამ პრიორიტეტულ მიმართულებასთან ერთად დანარჩენი 7 გამოკვლეული დერეფანი გენგეგმის ავტორთა აზრით ხასიათდება ნაკლები სატრანზიტო მიზნობრიობითა ან მეტი სანახაობრივი და ტურისტული პოტენციალით:
სამგორი – ვაზისუბანი; მეტროს სადგური უნივერსიტეტი – სტუდენტური საცხოვრებელი (მომავლის პერსპექტივაში გაგრძელება წყნეთამდე); ვაჟა-ფშაველა – ბაგები (მომავლის პერსპექტივაში გაგრძელება წყნეთამდე);
ვაჟა-ფშაველა – ნუცუბიძის პლატო, დიდუბე – ვაშლიჯვარი (მომავლის პერსპექტივაში გაგრძელება ლისის ტბამდე);
სადგურის მოედანი – ლოტკინი (მომავლის პერსპექტივაში გაგრძელება თბილისის ზღვამდე) ახმეტელის თეატრი – ზღვისუბნის დასახლება.
წყარო: იმედინიუსი