საქართველოს მელიორაცია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში ნაურდლის მაგისტრალური არხის, №1 წყალგამანაწილებლისა და მისი განშტოებების სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურენეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან მაგისტრალური არხის 1600 მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება, რაც სარწყავი წყლის მიწოდებას სოფელ ჯუღაანის, სანიორეს, ართანასა და ნაფარეულის სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს.
„№1 გამანაწილებელზე და მის განშტოებებზე მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში ვიწრო დიამეტრის ურდულები მსხვილი დიამეტრის ურდულებით შეიცვლება; ამავე ქსელზე დამატებით დამონტაჟდება ჰიდრანტები; მოეწყობა ლითონის მილი 1000 მეტრი. ჩატარებული სამუშოები ქსელში წყლის მართვას უზრუნველყოფს, შედეგად მუნიციპალიტეტში სარწყავი წყლის მიწოდება 500 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდება. ასევე დამატებით მოეწყობა დ=219მმ ლითონის მილი 1000 მეტრის მანძილზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.