მთავრობა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს სახელმწიფო ქონების გასხვისების პროცესში უფრო აქტიურად ჩართვას სთავაზობს

622

ცენტრალური მთავრობა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს სახელმწიფო ქონების გასხვისების პროცესში უფრო აქტიურად ჩართვას სთავაზობს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საუბარია 8000 ქონებაზე რეგიონებში, რომელთა გასხვისების პროცესში მუნიციპალიტეტებს უფრო აქტიურად ჩართვისა და დასაქმებასა და ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა მიეცემათ.

„ჩვენ, მაია ცქიტიშვილთანერთად, ვამუშავებთ დეცენტრალიზაციის პროგრამას, რომლითაც ჩვენ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსაც ჩავრთავთ პრივატიზაციაში. თბილისში, კაბინეტებიდან, დიდი სურვილის მიუხედავად, შეიძლება სათანადოდ ვერ შევაფასოთ რომელიმე პატარა ობიექტის ბიზნესპოტენციალი. ჩვენ 8000 მცირე ქონება გვაქვს შერჩეული, რომლებზეც ვაცხადებთ, რომ მოგვმართოთ მუნიციპალიტეტებმა, რათა ეს ქონება გადავცეთ და შემდეგ თავად მოახდინონ მისი გასხვისება,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, ესაა დეცენტრალიზაციის სამთავრობო გეგმის ნაწილი, მაგრამ მთავრობა მზადაა, პროცესი დააჩქაროს.

„ყველა ეს ქონება იდენტიფიცირებულია და გვინდა მოუწოდოთ მუნიციპალიტეტებს, უფრო აქტიურად ჩაერთონ მათ გასხვისებაში,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.