უფლისციხესთან რკინიგზის ბაქანი ისევ გასაკეთებელია

567

1 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს რკინიგზის წარმომადგენელმა პირობა დადო, რომ ბაქანს რეაბილიტაცია ჩაუტარდებოდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია ჯერ კიდევ 2019 წლის თებერვალში შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა გაავრცელა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

სახელმწიფო რწმუნებული მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ იწყებოდა ისტორიულ მუზეუმ-ნაკრძალ უფლისიცხესთან არსებული, ტურისტებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდებოდა.

საქმე ეხება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში მდებარე სადგურს, სადაც მხოლოდ სამგზავრობ ელექტრომატარებლები ე.წ. ელქტრიჩკები ჩერდება.

შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე მოძიებული ინფორმაციის თანახმად, რკინიგზის ბაქნის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი კვლავ არაა გამოცხადებული.