გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 28 კორპუსის ფასადის სარეაბილიტაციოდ 1 391 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რეაბილიტაცია სტალინის გამზირზე 25 (N1,2,3,4,5,6,7,8,9,10,12,13,17,18,20,21,22,23,24,25,27,29,31,33), ჭავჭავაძის გამზირზე სამს (N28,47,51 ), ხოლო ამილახვრის ქუჩაზე ერთ კორპუსს (N23) ჩაუტარდება.
“პროექტი დაზიანებული ნალესის ჩამოხსნას, აღდგენასა და შეღებვას, მოაჯირების დეკორისა და ალუმინის პროფილების ახლით ჩანაცვლებას, ფანჯრების დეკორატიული კარნიზების აღდგენასა და შეღებვას, კორპუსის კუთხეებზე ახალი დეკორების მოწყობას და ვერტიკალური საწვიმარი მილების გამოცვლას ითვალისწინებს”, – განმარტავენ მერიაში.