გურჯაანის მუნიციპალიტეტმა ევროკავშირის დახმარებით პროექტის “მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში ეკონომიკური განვითარების გეგმა შეიმუშავა, რომელიც სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, დასაქმების და მცირე ბიზნესის განვითარებას და გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
გურჯაანის მერის არჩილ ხანდამაშვილის თქმით, ასევე, შედგენილია სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს 18 პროექტის განხორციელებას, რაც 45 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. ხანდამაშვილის განმარტებით, ყველაზე მეტი თანხა ტურიზმის მიმართულებით დაიხარჯება.
“ჩამოყალიბებული მიზნებიდან გამომდინარე ფულადი სახსრები გადანაწილებულია შემდეგნაირად: მევენახეობა–მეღვინეობის დარგის პოპულარიზაციისთვის დაიხარჯება თანხის 2.6%, ტურისტული ინფრასტრუქტურის განსავითარებლად -87.8%, მეწარმეობისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობისთვის – 9.6%”, – განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.