ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მცხოვრებლებმა ადგილზე გზის საფარის დაზიანების გამო შექმნილი პრობლემები გააპროტესტეს.
მოსახლეობის განცხადებით, გამსახურდიას გამზირზე როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით მოძრავი პირებისთვის გადაადგილება შეუძლებელია, რადგან ქუჩაზე წყალი და კანალიზაცია იღვრება.
აქციის მონაწილეთა თქმით, მათ პრობლემებს ყურადღებას არავინ აქცევს.
მოსახლეობის აქციას “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია შეუერთდა.
თავის მხრივ, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აღნიშნეს, რომ გამსახურდიას გამზირზე წყლის ახალი სისტემის დატესტვა მიმდინარეობს, რისი დასრულების შემდეგაც ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება მოხდება.
წყარო: ინტერპრესნიუსი