გორის მერიას მაკრახიძის კომპანიამ ბულდოზერი 3600 ლარად მიაქირავა

1130

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, იოსებ მაკრახიძის კომპანია “იბოლია“-სგან ბულდოზერი 3 600 ლარად იქირავა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

გამოცემის ცნობით, ბულდოზერის მომსახურება სოფელ ორმოცში მიმდინარე სამუშაოებისთვის გახდა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ აღნიშული ხელშეკრულება გორის მერიასა და “იბოლიას” შორის 2020 წელს პირველია.

ინფორმაციისთვის, გასულ წელს გორელი პარლამენტარის კომპანიამ სულ 7 ტენდერში გაიმარჯვა. აქედან 6 ხელშეკრულება კომპანიამ სწორედ გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან გააფორმა.