ზვიად შალამბერიძე “ტორპედოს” შესახებ: წარმატებით მივდივართ ხელშეკრულების გაფორმებისაკენ

860

წინა სტატია

შემდეგი სტატია

“ამ ეტაპზე წარმატებით მივდივართ ხელშეკრულების გაფორმებისაკენ”- აცხადებს “ტორპედოს” საკითხთან დაკავშირებით იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე.

მისი თქმით, ინვესტორების სრული შემადგენლობით ჩამოსვლას მომავალ კვირაში ელოდებიან.

“ველოდებით მთელი შემადგენლობით ინვესტორების ჩამოსვლას მომავალ კვირაში,  ამ ეტაპზე მივდივართ წარმატებით ხელშეკრულების გაფორმებისაკენ”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ზვიად შალამბერიძემ.

არსებული ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლები გასულ კვირაში ქუთაისში იმყოფებოდნენ და და მოლაპარაკებების პროცესი დაიწყო, რომელიც სამშაბათს განახლდება. მოლაპარაკებებში ქუთაისის მერიასთან ერთად აქტიურადაა ჩართული იმერეთის რწმუნებული.

შეგახსენებთ, არსებული ფინანსური პრობლემების გამო “ტორპედო” დაშლის პირასაა, კლუბი წამყვანი ფეხბურთელების შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა დატოვა. მის მოვალეობას ამ დროისათვის მერაბ აშვეთია ასრულებს.