კირბალისა და ბერშუეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისათვის ტენდერი გამოცხადდა

1051

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ კირბალისა და ბერშუეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისათვის ტენდერი გამოცხადა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

პროექტის ფარგლებში რებილიტაცია ჩაუტარდება გზის 2871.34 მეტრიან მონაკვეთს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი კირბალი – ზერტის საავტომობილო გზიდან დაიწყება და სოფელ ბერშუეთის ხიდთა დამთავრდება.

პროექტის სატენდერო ღირებულება 1 145 066 ლარია.