თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, ზუგდიდს, რუსთავსა და სიღნაღს სახანძრო მანქანები დაემატებათ

717

სტატიის გაგრძელება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრასტრუქტურული განახლების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკური გაძლიერება გრძელდება. 30 ახალი, გერმანული წარმოების, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახანძრო მანქანა თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და სიღნაღში განაწილდება. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სპეციალურად საქართველოსთვის შექმნილი, მაღალი გამავლობის სახანძრო ტექნიკა გერმანიაში, კომპანია „მაგირუსის“ ქარხანაში, ჩვენი ქვეყნის რელიეფური პირობების გათვალისწინებით აეწყო. აქვს წყლის 4,5-ტონიანი და ქაფის 300-ლიტრიანი ავზები. ავტომანქანებში დამონტაჟებულია ყველა საჭირო სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა, რომლებიც სრულად ავტომატიზებულია, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი მექანიკური მართვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ თუ რა რაოდენობის ტექნიკას მიიღებს კონკრეტული ქალაქი ჯერ განსაზღვრული არ არის.