ქუთაისის შემოსასვლელთან მანათობელი წარწერა გაკეთდა

690

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მანათობელი წარწერა „მე მიყვარს ქუთაისი“ განთავსდა. კონსტრუქცია ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის დაკვეთით მოეწყო. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. 

ადგილი, სადაც ეს წარწერა დაიდგა, ქალაქის ერთ-ერთ მთავარ შემოსასვლელს წარმოადგენს.

მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს “ოქროს ვარსკვლავმა”გაიმარჯვა, რომელმაც  8 760 ლარის სანაცვლოდ შეასრულა.