ძალადობის მსხვერპლთათვის ბოლნისში საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრი “იმედი” გაიხსნა. ცენტრი ყველა მსურველს იურისტის, ფსიქოლოგის, ექიმისა და სოციალური მუშაკის უფასო კონსულტაციებს სთავაზობს.
ცენტრი “იმედი” ევროკავშირის პროექტის “არა, ოჯახში ძალადობას!” ფარგლებში გაიხსნა. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით წელიწადნახევარი გაგრძელდება, რის შემდეგაც ცენტრის ფუნქციონირებაზე ვალდებულებას მთლიანად ბოლნისის მუნიციპალიტეტი აიღებს.
“პროექტ “არა, ოჯახში ძალადობას!” ძირითადი მიზანია, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ეფექტური ზომებით მის წინაარმდეგ ბრძოლა. ცენტრის მიზანია, ოჯახური და სექსუალური ძალადობის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ბავშვების პირდაპირი დაცვა და დახმარების უზრუნველყოფა. ცენტრში მისული ქალებისა და ბავშვებისთვის გათვალისწინებულია სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამებიც”, – განაცხადა ასოციაცია “მრავალეროვანი საქართველოს ქალების” პრეზიდენტმა ალლა ბეჟენცევამ.
წყარო: იმედინიუსი