წალენჯიხაში მანათობელი სტენდებისთვის 20 ათასი ლარი გამოიყო

1128

ქალაქ წალენჯიხასა და ჯვარის ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრალური ნაწილების იერსახის გასალამაზებლად, მანათობელი ასოებს “მე მიყვარს წალენჯიხა” და “მე მიყვარს ჯვარი” დაამონტაჟებენ. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. 

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, პირველ შემთხვევაში წარწერა მხოლოდ ქართულენოვანი იქნება, მეორე შემთხვევაში კი, ქართულთან ერთად ინგლისურენოვანი.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 20 ათასი ლარია.

სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 25 კალენდარულ დღეში უნდა შესრულდეს.