გორში ახლადშეძენილი საშობაო ირმები დაამტვრიეს – მერია მათ შეკეთებას ცდილობს

893

გორის ცენტრალურ მოედანზე, ნაძვის ხის გარშემო დადგმული საშობაო ირმები დაამტვრიეს – ეს ინფორმაცია რადიო “მოზაიკას” გორის მერიამ დაუდასტურა.

ახლადშეძენილი 4 ირემიდან, ორი დაამტვრიეს. ამ დროისთვის, ნაძვის ხესთან მხოლოდ 2 საშობაო ირემი დგას.

როგორც გორის მერისს კეთილმოწყობოს სააგენტოს უფროსმა გვითხრა, მათ დაზიანებული დეკორაციები აიღეს და მათ შეკეთებას ცდილობენ.