კარალეთის თემში მერის წარმომადგენლის პოზიციაზე გამოცხადებული ვაკანსია ფარსია”, – ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი გორის მერიის გადაწყვეტილებას, აღნიშნულ პოზიციაზე ხელახალი კონკურსის გამოცხადების შესახებ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ბექა ქორჩილავას განმარტებით, ამ პოზიციაზე კადრი უკვე შერჩეული ჰყავთ და კონკურსს ფორმალურად აცხადებენ.
“მერიის აპარატში მომუშავე ადამიანის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობაზე ინიშნება “ქართული ოცნების” პარტიული აქტივისტი, მედროშე და მიხეილ გოგინაშვილის კადრი ჰამლეტ პეტუაშვილი. გორის ე.წ. მერის მიერ, სამარცხვინოდ გამოცხადებული ვაკანსია ეს არის მორიგი ფარსი და საზოგადოების მოტყუება, ბატონ კოტეს უბრძანეს და ისიც მორჩილად აპირებს ბრძანების შესრულებას, დაასაქმოს პარტიული აქტივისტი, რომელსაც არ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია”, -აცხადებს ბექა ქორჩილავა.