გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 16 დეკემბერს ღამის საათებში ქუთაისის შემოვლით გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

613

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 16 დეკემბერს ღამის საათებში ქუთაისის შემოვლით გზაზე მოძრაობა შეიზღუდება.

უწყების ცნობით, ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში, საჭიროა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 255-ე კმ-ზე, ბეტონის დამგები მექანიზმის მდ. ჭიშურას ხიდიდან ბაღდათის სატრანსპორტო კვანძზე გადატანა. რის გამოც, 2019 წლის 16 დეკემბრის 00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„დროის აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ. 216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)-ქუთაისი-სამტრედიის და ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის საავტომობილო გზების და ბაშის სატრანსპორტო კვანძის გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, – აცხადებენ საქართველოს რეგიონული განვითრაბისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტში.