2020 წლის იანვრიდან თეატრებსა და მუზეუმებში დასაქმებულთა ხელფასები საშუალოდ, 100 ლარით გაიზრდება

765

2020 წლის იანვრიდან თეატრებსა და მუზეუმებში დასაქმებულთა ხელფასები საშუალოდ 100 ლარით გაიზრდება, – ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის პარლამენტში წარდგენისას გააკეთა.

მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში თეატრებისა და მუზეუმების დაფინანსება 5,3 მლნ ლარითაა გაზრდილი.

ზოგადად, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილის მოცულობა ბიუჯეტის წინა ვერსიასთან შედარებით, გაზრდილია 221,0 მლნ ლარით და 14 მილიარდ 432,9 მილიონ ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა.