კახეთის გზატკეცილზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

674

კახეთის გზატკეცილზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, – ამის შესახებ თბილისის მერიაში აცხადებენ.

“ავტობუსები – N37, N43 და N71 და მიკროავტობუსები, რომლებიც ლეხ კაჩინსკისა და კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დროებითი მარშრუტებით სარგებლობდნენ, დადგენილ სქემას დაუბრუნდნენ და ისევ ჩვეული სქემით მოძრაობენ”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.