თბილისის მერიისა და ვაკის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, 10-დან 16 წლამდე, 200-ზე მეტი ბავშვი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ბაკურიანში, საგანგებოდ მოწყობილ ბანაკში გაემგზავრა. საზაფხულო ბანაკების პროგრამაში ჩასართავად უპირატესობა ენიჭებათ ბავშვებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. მოზარდები 30 კაციან ჯგუფებად დაიყოფიან და თითოეულ ჯგუფს თავისი ლიდერი ეყოლება. ბავშვები ბანაკში 12 დღის განმავლობაში სასტუმრო „თბილისში“ დაისვენებენ. ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტირებით თბილისი–ბაკურიანი–თბილისი, სამჯერადი კვებით, პირველადი უფასო სამედიცინო დახმარებით, შემეცნებით-გასართობი და სპორტული ღონისძიებებით.
თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის „10-16 წლის ბავშვების საკურორტო-გამაჯანსაღებელი საზაფხულო ბანაკების“ პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს, ბაკურიანში 2500 მოზარდი დაისვენებს.