გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 3 ვაკანსია გამოაცხადა. კადრებს უწყება დახურული კონკურსის წესით შეარჩევს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ვაკანტურია: მეორადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის განყოფილების მე-III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 900 ლარი;
მეორადი სტრუქტურული ერთეულის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 900 ლარი; ინფრასტრუქტურული განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 900 ლარი.
სამივე შემთხვევაში, მოთხოვნებს შორის არის უმაღლესი განათლება და მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება.
ინფორმაციისთვის, დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.