ხობის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული სამსახურების გაძლიერება იწყება

718

ხობის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული სამსახურების გაძლიერება იწყება. პროექტი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საერთაშორისო ორგანიზაციების WORLD VISION – საქართველოს და USAID-ის პროექტ ,,ზრდა”-ს მხარდაჭერით ხორციელდება და ადგილობრივ თვითმმართველობაში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას ისახავს მიზნად. პროეტის ფარგლებში, 25 მონაწილისაგან შემდგარი მუნიციპალური სამუშაო ჯგუფების გადამზადება მოხდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია, ადგილობრივი თვითმმართველობების კულტურის და სპორტის სამსახურებს წარმომადგენლები საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.